სოციალური პროექტი ,,ჩვენ ვართ ტოლერანტები“

სოციალური პროექტი

,,ჩვენ   ვართ   ტოლერანტები“

ავტორი -    სსიპ ქალაქ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე შუბითიძე
მონაწილეები - V კლასის მოსწავლეები,პადაგოგები, მშობლები
პერიოდი - 1.11-21.11. 2019

პროექტის აქტუალობა :
16 ნოემბერი - ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა.ჩვენი სკოლა მდებარეობს მრავალეროვნებიან რეგიონში,ამიტომ  მნიშვნელოვანია , გავიაზროთ ისიც , რომ განსხვავებული შესაძლებლობებით  მქონე მოსწავლეები   ხშირად განიცდიან  დისკრიმინაციას და საკუთარი უფლებეის შელახვას.სკოლებში სწავლობენ სსსმ მოსწავლეები, ინკლუზიური განათლება  კი გამორიცხავს ბავშვების ნებისმიერ ფორმის დისკრიმინაციას. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ნებისმიერი გავრცელებული საგანმანათლებლო სისტემის შემთხვევაში, ბავშვების გარკვეული ნაწილი გარიყულია საზოგადოებისგან და  რჩება სასწავლო პროცესის მიღმა, ვინაიდან სისტემა არ არის მზად საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურად მიუდგეს განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.
   პროექტი მნიშვნელოვანია ,რადგანაც  რეალურ  ცხოვრებაში  მათ  გაიაზრონ და თავი იგრძნონ  საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. პროექტი ჩვენს მოსწავლეებს შესძენს ცოდნას, დამოკიდებულებას  და გამოუმუშავებს  მაღალ სააზროვნო უნარებსშედეგად ბავშვები და თემის  ახალგაზრდები შეძლებენ წარმოაჩინონ და ფორმულირება გაუკეთონ საკუთარ ინტერესებს, დამოუკიდებულებას და  აქტიურად იქონიონ გავლენა შექმნილ გარემო ვითარებაზე.

პროექტის  მიზნები   და    მოსალოდნელი    შედეგები:
    პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლება  მოსწავლეებში ინკლუზიური განათლების არსის და მიდგომების შესახებმიღებული ცოდნით აღმოიფხვრას სასკოლო სივცეში  დისკრიმინაციული გამოვლინების ფაქტები და ჩამოყალიბდეს პოზიტიური , თანასწორუფლებიანი გარემო.
   პროექტი  მისცემს  მოსწავლეებს ,მშობლებს,თემს შესაძლებლობას  გაიაზრონ  პრობლემის არსი,გაეცნონ კონკრეტული  სიტუაციებს  ,ყურადღებით შეაფასონ  დისკრიმინაციის  უარყოფითი მხარეები და პრიორიტეტებად დაისახონ მოზარდის პიროვნული განვითარება.
პროექტის აღწერა და განხორციელება :
თემატური სამუშაო ჯგუფების შექმნა;
პრობლემის შესწავლა და კვლევითი დავალებები (თემატური პრეზენტაციები);
აქტივობის დასახელება
1.11.19
4.11..09.19
7.11.19
8-12.11.19
13-15.11.19
18-20.11.19
21.11.19
1.პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;

     X






2. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;

  X
 
  



3. პროექტის ეტაპების  მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;


X



  


4.ინტერვენცია-
 მასწავლებელის საუბარი ტოლერანტობის თემაზე პრობლემის გამოკვეთის მიზნით.,,რა არის ტოლერანტობა?“ https://youtu.be/UToK3dwUIMA




X



         
5. ვიდეორგოლის   https://youtu.be/-ect1ccBNa4

,,ტოლერანტობა და ჰუმანიზმი’’ჩვენება და განხილვა.




X



6.საუბარი სკოლის სპეცმასწავლებელთან




Х


7.  თემატური ნახატების გამოფენა






X

8. .საბოლოო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია, პროექტის შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.







X

როლური თამაში,
ფილმის ჩვენება -განხილვა
შეხვედრა სკოლის ექიმთან (საუბარი დაუნის და აუტიზმის სინდრომის შესაებ)
კონფერენცია,, გამიგე,მიმიღე,შემიყვარე;
საუბარი სპეც.პედაგოგებთან აღნიშნულ საკითხებზე
მშობლების შეხვედრა და ინფორმირება ინკლუზიური განათლების მიდგომებზე,
 ნახატების გამოფენა
ვიზუალური მასალის მომზადება ( ბუკლეტებისდა გავრცელება თემში;
 მოსალოდნელი შედეგილი:
  მეტი ინფორმირებულობა ცნობიერების ამაღლება;პრობლემის არსის ადეკვატური შეფასება-გააზრება; პრევენციული მექანიზმების შესახებ ინფორმირებულობა;
  პროექტის ბენეფიციარები
      სკოლის მოსწავლეები, მშობლები,მასწავლებლები, თვითმმართველობის მოსწავლეები ან მოსწავლეთა კლუბი, ადგილობრივი სტუდენტები,თემი.
  პროექტის რისკები:
პროექტის განხორციელებისას  დროს შესაძლებელია შეიქმნას  ქაოსური მდგომარეობა.
სამიზნე ჯგუფი:
V  კლასის მოსწავლეები
პროექტის რესურსები:
პროექტორი,კომპიუტერი,ფლივჩარტები,საღებავები,,მუყაოსყუთები, ინტერნეტი,•ვიდეორგოლი ,,რა არის ტოლერანტობა?“ https://youtu.be/UToK3dwUIMA
 პრინტერი, ადამიანური რესურსები  და  სხვა .


21.11..2019 .


რეფლექსია
                       
საქართველო არის მრავალეროვნებიანი ქვეყანა. ჩვენთან , მათ შორის ჩვენს სკოლაში, სწავლობს სხვადასხვა ერის, ეთნოსის და აღსარების  მოსწავლე.ბევრ სკოლაში კლასში სწავლობს სსსმ მოსწავლეც. ამიტომ  2019-2020 სასწავლო წელს 1 სემესტრში    განვახორციელე პროექტი თემაზე: ,,ტოლერანტობა“.
იმის მიხედავად ,  რომ პროექტის მონაწილეები -5 კლასის მოსწავლეები არიან, ხშირია შემთხვევა, როდესაც მოზარდი საზოგადოებაში ხედავს უარყოფით დამოკიდებულებას ამ ბავშვების მიმართ , ზოგჯერ  ეჩვევა ან ავლენს  სხვა ეროვნების თანატოლის დაცინვას და  ჩაგვრას. მასწავლებელი მშობთან ერთად ვალდებულია სათანადო ყურადღება მიაქციოს მოზარდის აღზრდის პროცესს და მიიღოს მონაწილეობა მის პიროვნულ განვითარებაზე.
       ჩვენი პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში და მათ მშობლებში შემწყნარებლობის ცნობიერების ამაღლების კუთხით , ინფორმაციის მიწოდებას  ტოლეტანტობის შესახებ და პრევენციული ზომების მიღებას.
     თავდაპირველად მოსწავლეებს გავაცანი პროექტის თემა და მიზანი და დავგეგმეთ :
 თემატური პრეზენტაციები ;
როლური თამაში,
ვიდეორგოლის ,,რა არის ტოლერანტობა? https://youtu.be/UToK3dwUIMA  ჩვენება -განხილვა;
შეხვედრა სკოლის ექიმთან (საუბარი დაუნის და აუტიზმის სინდრომის შესაებ)
მშობლების შეხვედრა და ინფორმირება ინკლუზიური განათლების მიდგომებზე,
 ნახატების გამოფენა
მოვამზადეთ  თემატური კედლის გაზეთი.
ვუჩვენე ფილმი და შემდეგ ვისაუბრეთ :რა მოხდა, რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ. თვითონ რას ფიქრობენ ტოლერანტობაზე.    
პროექტის მსვლელობისას თითოეული მოსწავლე მაქსიმალურად იყო ჩართული.შეგროვილ ინფორმაციას და მასალას აჯამებდნენ და ამზადებდნენ პრეზენტაციისთვის. პროექტის პრეზენტაცია შედგა სკოლაში პროექტის მსვლელობა და საჭირო რესურსები. პრეზენტაციისთვის მოსწავლეებს დამზადებული  ჰქონდათ კედლის გაზეთები და ნახატები.
ვესაუბრეთ სტუმრებს ტოლერანტობის  თემაზე , შემდეგ გავმართეთ დისკუსია,სადაც მოსწავლეებმა გამოავლინეს ურთიერთპატივისცემა. სხვისი ემოციების აღქმა და თანაგანცდის უნარი.
     პროექტში მონაწილეობამ მოსწავლეებს მისცა თავისუფალი აზროვნების უნარის განვითარება. ასწავლა ერთმანეთის მხარში დგომა. აფასებდნენ ერთმანეთის წინ გადადგმულ ნაბიჯს. ჩამოუყლიბდათ ერთმანეთის მიმართ ემპათიის უნარი. ისწავლეს გუნდურობა. პრეზენტაციის წარდგენა.
   ჩემ მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში დასახული მიზნები მიღწეულია.სამომავლოდ, ავღნიშნავთ 16 ნოემბერი - ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს და   მსგავს პროექტებში ჩავრთავ რამოდენიმე კლასს.



No comments:

Post a Comment

ჩემი პროექტი

,,იავნანამ რა ჰქმნა"-მუსიკის ძალა